მღვიმეები, რომლებსაც ნათება შეუძლიათ
დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ზღვის ქვაბული, რომლებიც ცნობილია თავისი ცისფერი “ნათებით”.

ცისფერი მღვიმე კუნძულ კაპრიზე
კუნძულ კაპრის სანაპიროზე მდებარე ცისფერი მღვიმე ერთ–ერთი მათგანია. მღვიმეში შესვლისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზღვის წყალი, რომლითაც სავსეა იგი, ანათებს მკვეთრ ფირუზისფრად. ეს შესაძლებელი ხდება იმ ორი ნაპრალის წყალობით, რომელთაგან ერთი წყლის ზემოთ არის, მეორე – წყალქვეშ. სწორედ მათი საშუალებით აღწევს მღვიმეში მზის სინათლე, გადის წყლის ფენას, აირეკლება თეთრ ფსკერზე და წყალს ლურჯ “ნათებას” ანიჭებს.
ამ უჩვეულო მღვიმის შესახებ, ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა იცოდნენ. ამას ადასტურებს გამოქვაბულის ფსკერზე ნაპოვნი ნეპტუნის და ტრიტონის ქანდაკებები. ასევე არსებობს ვერსია, რომ “მანათობელ” მღვიმეში იმპერატორი ტიბერიუსიც კი ყოფილა კაპრიზე სტუმრობის დროს.

კუნძულ ბიშევოს ცისფერი მღვიმე, ხორვატია
ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ადგილს გრადალას უწოდებდნენ, ამავე სახელწოდების ნავთსაყუდელის პატივსაცემად. ისინი ცდილობდნენ ამ ნაპირისთვის თავი აერიდებინათ, რადგან მათი რწმენით აქ კუდიანები და ურჩხულები ბინადრობდნენ.
მღვიმემ პოპულარობა მოიხვეჭა 1830 წელს, როცა აქ გერმანელი პოეტი ავგუსტ კოპიში იყო და აღწერა იგი. დღეს ეს ერთ–ერთი პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის.
კუნძულ კაპრის მღვიმესთან ერთად ერთდროულად მოიხვეჭა პოპულარობა ხორვატიის კუნძულ ბიშევის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ცისფერმა მღვიმემ. თავის სილამაზეს ისიც კლდეების ნაპრალებს და მზის სინათლეს უნდა უმადლოდეს.
თავდაპირველად ხორვატიული “ცისფერი” მღვიმე, მხოლოდ დაივერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, სადაც შეღწევა მხოლოდ წყალქვეშა შესასვლელით იყო შესაძლებელი. თუმცა 1884 წელს გაკეთდა ხელოვნური შესასვლელი და მას შემდეგ იქ ტურისტებიც შედიან.

მალტის ცისფერი მღვიმე
საინტერესოა, რომ ცისფერი მღვიმეები არის კუნძულ მალტაზე და ბერძნულ კუნძულ მეისტიზე.
მომზადებულია National geographic–ის მიხედვით
Leave a comment