ფოტო: ტიტანი ღრუბლების მიღმა
პლანეტათაშორისმა ავტომატურმა სადგურმა Cassini-მ სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის ბრწყინვალე ფოტო გადაიღო ინფრაწითელ სპექტრში.
ტიტანის ატმოსფეროში სქელ ღრუბლებზე მისი ზედაპირის დანახვა შეუძლებელია, ამიტომ აპარატმა Cassini-მ გამოიყენა კამერა, რომელიც ფოტოებს ინფრაწითელი სპექტრით იღებს.
გამოსახულება შეკრებილია რამდენიმე ფოტოგრაფიით, რომლებიც გადაღებულია 13 ნოემბერს თანამგზავრის ზედაპირიდან 10 100 კილომეტრის მანძილიდან.
ტიტანზე კარგად ჩანს მრავალრიცხოვანი ნათელი უბნები, ეკვატორთან ახლოს კი – ბნელი უბნები. ყველაზე ნათელი უბნები ფორმირებულია ყინულოვანი ვულკანებით და დიდი რაოდენობით წყლის ყინულს შეიცავს.
National Geographic-ის მიხედვით.
Leave a comment