შხამმტყორცნი ბაყაყები
შხამმტყორცნი ბაყაყები ერთიანდებიან Dendrobatidae-ს ოჯახში და გამოირჩევიან იშვიათი და ულამაზესი შეფერილობით. ისინი ბინადრობენ ბრაზილიისა და კოსტა რიკის ვრცელ ტროპიკულ ტყეებში. მათი ფერი შეიძლება იყოს ყვითელი, ოქროსფერი, სპილენძისფერი, წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი.
Dendrobatidae–ს ჯგუფის ამფიბიები არიან ერთ–ერთი ყველაზე შხამიანი ცხოველები დედამიწაზე. 5 სანტიმეტრის სიგრძის ოქროსფერი შხამმტყორცნი ბაყაყის შხამი საკმარისია იმისთვის, რომ იმსხვერპლოს ათი ზრდასრული მამაკაცი. ემბერას ტომის ინდიელები გამოიყენებდნენ მათ შხამს ნადირობისას, საუკუნეების მანძილზე.
ჯერ–ჯერობით მეცნიერებმა არ იციან შხამის წყარო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ ნივთიერებას ისინი შხამიანი მცენარეებიდან იძენენ. შხმამტყორცნი ბაყაყი რომ მოწყვიტო თავის მშობლიურ ჰაბიტატს, არასოდეს განუვითარდება შხამი.
სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება უკვე განიხილავს მათი შხამის შესაძლო სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებაზე. შხამის ერთ–ერთი ნაერთი ტკივილგამაყუჩებელი თვისებით გამოირჩევა.
animals.nationalgeographic.com–ის მიხედვით.
Leave a comment